ccna exploration v4.0
CCNA Exploration არის კომპიუტერული ქსელების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, რომელიც მოიცავს საბაზო თეორიულ მასალასთან ერთად უფრო რთულ ტექნიკურ საკითხებსაც კომპიუტერული ქსელების სფეროში. ამ კურსში თქვენ გაივლით თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს, სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების სახით, რაც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ აუცილებელი ცოდნა და უნარ–ჩვევები კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და შემდგომი მხარდაჭერისთვის, როგორც მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებში, ასევე უფრო დიდ კომპანიებში და სერვის პროვაიდერის გარემოში.